Teen Witch Tarot – განმარტებები
თასების ტუზი – კაულდრონების ტუზი
ალტერნატიული სახელი: ჯადოქრის კოცნა
არკანის აღწერა:
ჯადოქარს წითელ თავსახურს ახურავს და ქვაბიდან უგემრიელესი პასტას იღებს. მის გვერდით არის დიდი ქვა, რომელზეც გომბეშო ზის. ჯადოქარი იხრება მისკენ და გომბეშოს კოცნის.
საკვანძო სიტყვები:
რომანტიკული გრძნობები. კეთილდღეობა. მოწვევა. ენთუზიაზმი. ვნება.
სიმბოლიზმი:
წითელი ფერის ქუდი – მიუთითებს იმაზე, რომ ჯადოქარი გატაცებულია სასიყვარულო თემებით.
გომბეშო – განასახიერებს ცვლილებებს, რომლებიც ხდება ყველა ცოცხალ არსებაში. ზღაპრებიდან ჩვენ ვიცით, ამ ტრანსფორმაციის შესახებ – ერთ კოცნას შეუძლია ბატაყი ლამაზ პრინცად აქციოს.
კაულდრონი – კეთილდღეობის სიმბოლოა. ეს ტრანსფორმაციის სიმბოლოც არის და აძლიერებს გომბეშოს მნიშვნელობას.
პროგნოზი:
პრინცთან შესახვედრად თქვენ უნდა აკოცოთ ასობით ბაყაყს, სანამ თქვენთვის ისეთ მამაკაცს შეარჩევთ, ვისზეც დაქორწინდებით. გახსოვდეთ: მამაკაცს უყვარს გემრიელად ჭამა და ამიტომ თქვენი მიზანია მისი კუჭის მოხიბვლა. რაც უფრო მეტი ნაცნობი გყავთ თქვენს გარემოცვაში, მით უფრო მაღალია თქვენი ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრის შანსი. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა და ექსპერიმენტების – ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოამზადა: Onlinetarot.ge