თასების სამიანი – კაულდრონების სამიანი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ჯადოქრის ჩახუტება.
არკანის აღწერა:
ქვის გალავანზე ახალგაზრდა მამაკაცი ზის, კალთაში კი ჯადოქარი უზის – მას თავზე შინდისფერი ქუდი ახურავს. ჯადოქარი ახალგაზრდა მამაკაცს ეხუტება. იქვე არის კაულდრონი, რომელიც სავსეა ჯადოსნური სასმელით. ყვავები და ვირთხები სიამოვნებით ჭამენ ქვაბიდან გადმოღვრილ სითხეს.
საკვანძო სიტყვები:
ურთიერთდახმარება. კომუნიკაცია. ექსპერიმენტები. რომანტიკა. შეფასება. სისუსტე.
სიმბოლიზმი:
შინდისფერი ქუდი – მიუთითებს იმაზე, რომ ჯადოქარი სერიოზულად არის შეყვარებული.
წიგნი მიუთითებს – რომ შეყვარებული წყვილი საკმაოდ დიდი ხანია ერთადაა.
კაულდრონი – ამ ურთიერთობის წარმატებისა და კავშირის/ურთიერთობის გაძლიერების სიმბოლოა.
ბიჭის სკეიტბორდი და ჯადოქრის როლიკები – მიუთითებს იმაზე, რომ რომანტიული ურთიერთობები მარტივი და უდარდელია.
ქვის კედელი – განასახიერებს ბიჭისა და ჯადოქრის მშობლებს. ისინი აკურთხებენ ამ ურთიერთობას და მხარს დაუჭერენ მათ ყველანაირად.
პროგნოზი:
არკანი მიუთითებს ურთიერთობაზე, რომელიც რომანტიული პაემნების ეტაპზეა. მათ აქვთ მომავალი და მხოლოდ სულელი ვერ დაინახავს ამ პოტენციალს.
ვირთხები და ყვავები მტრები არიან, რომლებიც პირადად უნდა გაიცნოთ უკეთ და რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ საკუთარი თავი.

მოამზადა: Onlinetarot.ge