თასების რვიანი – კალუდრონის რვიანი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ინიციაცია.
არკანის აღწერა:
გამოქვაბულში ორი ჯადოქარია. ერთ-ერთი მათგანი ისეა ჩაცმული, როგორც უნდა იყოს – მეორე კი მის მოპირდაპირედ დგას. ის უბრალო ტანსაცმელს ატარებს და ჩვეულებრივ ადამიანად გვეჩვენება, მაგრამ ის არის ჯადოქარი – მის ხელში არის ვუდუ თოჯინა, რომლითაც შეუძლია აკონტროლოს ადამიანი შორიდან.
საკვანძო სიტყვები:
დაწყებული ბიზნესის დასრულება. ცვლილება. გეგმების შეცვლა.
სიმბოლიზმი:
მზის ჩასვლა – იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვეტილება სწორ დროსა და ადგილზე მიიღეს. ძალიან მალე დაღამდება და ვერაფერს დაინახავ.
იისფერო ქუდი – განასახიერებს მენტორს, რომელიც თავის რჩევებით დაგეხმარებათ რთულ სიტუაციაში.
ღამურები – თქვენს ცხოვრებაში ახალი გადაშლილი გვერდია. რომელიც ძალიან მალე მოვა.
კალუდრონი – განასახიერებს იმ ცვლილებებს, რომლებიც მოხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
პროგნოზი:
თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. ისინი საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საბედისწერო. გამონახეთ დრო – ჯერ კიდევ გაქვთ ამისთვის დრო, რომ ყველაფერი აწონ-დაწონოთ, ისწავლოთ ან შეცვალოთ. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და მიიღოთ წვდომა ახალ შესაძლებლობებზე. უკან დასაბრუნებელი გზა არ არის – თქვენ გაქვთ მხოლოდ სიტუაციის გამოსწორების შანსი, სანამ ის მოხდება.

მოამზადა: Onlinetarot.ge