Teen Witch Tarot – განმარტებები
თასების ორიანი -კაულდრონების ორიანი
ალტერნატიული სახელი: ჯადოქრის რძე.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი გზაჯვარედინის ცენტრში დგას და რძეს უსხამს სამ არსებას: კატას, ვირთხას და ბუს. მის კაულდრონში არსებული სითხე რძეს ჰგავს. მაგრამ მხოლოდ კატას შეუძლია რომ სიმართლე გვითხრას.
საკვანძო სიტყვები:
გზაჯვარედინები. ნოსტალგია. დაკარგული შესაძლებლობები. სარგებელი სხვა ადამიანებისგან.
სიმბოლიზმი:
ლურჯი ქუდით – დგას ჯადოქარი, რომელიც მიანიშნებს, რომ მისი შინაგანი სამყარო ჰარმონიულია.
ლურჯი ფერი – სიმბოლოა გონების, სიმშვიდის და სულიერი სიწმინდის. ამის წყალობით ჯადოქარს შეუძლია სტიქიების მართვა და ძლიერი შელოცვების უნარის მიცემა.
გზაჯვარედინი – მთელ მსოფლიოში სიმბოლოა ჯადოქრების მიერ შესრულებული რიტუალების მთავარი ადგილად. თუ ჯადოქარმა უნდა შეასრულოს რიტუალი გზაჯვარედინზე, მაშინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს რიტუალი.
სამი ცხოველი – წარმოადგენს სხვადასხვა ადამიანს. ამ ცხოველებს შორის ჯადოქარი ეძებს მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელიც მას სარგებელს მოუტანს – დანარჩენი უბრალოდ ზედმეტია.
მკერდთან ამოჭრილი ზედა – მიუთითებს იმაზე, რომ ჯადოქარი გულწრფელია და არ ემალება სხვებს.
პროგნოზი:
მიწის თითოეულ ნაწილს აქვს საკუთარი ენერგია. ადამიანის ამოცანაა იპოვნოს საუკეთესო ადგილი თავისთვის და გამოიყენოს იქიდან მიღებული ენერგია მაქსიმალურად. ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენ უბრალოდ ვერ ამჩნევთ მათ. თქვენი ამოცანაა იყოთ გულწრფელი, იურთიერთოთ ადამიანებთან და დაეხმაროთ მათ პრობლემების გადაჭრაში. დარწმუნებული იყავით, რომ ბედი მადლობას გეტყვით დახმარებისთვის.
მოამზადა: Onlinetarot.ge