თასების ექვსიანი – კაულდრონის ექვსიანი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ჯადოქარი ძიებაშია.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი ზის წაქცეულ ხეზე და ზურგჩანთაში რაღაცას ეძებს. მასთან ახლოს ცარიელი გადაყირავებული კალუდრონი დევს, საიდანაც ჯადოსნური ნაყენი გადმოიღვარა მიწაზე. ქვაბსა და ელექსირთან ბაყაყები არიან, თუმცა ისინი ჯადოქარს არ აინტერესებთ – რადგან დაკავებულია საკუთარი საქმეებით.
საკვანძო სიტყვები:
შიში. გაურკვევლობა. პრობლემები. შავი ზოლი. გადაადგილების სურვილის ნაკლებობა.
სიმბოლიზმი:
გვერდით გადაყირავებული კალუდრონი, დაღვრილი შიგთავსით – არის სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის სიმბოლო. ასევე ხელმისაწვდომი შესაძლებლობების დაკარგვის მანიშნებელი.
ბაყაყები – არიან შესაძლებლობები, რომელთა რეალიზებაც შესაძლებელია. მაგრამ ახლა მათ არანაირი აზრი არ აქვთ.
ხის ტოტები – არის სირთულეები, რომლებიც ართულებს სიტუაციის სხვა მხრიდან დანახვას და გამოსავლის პოვნას.
პროგნოზი:
პრობლემები ადრე თუ გვიან მოვა. ადამიანი ვერ ამჩნევს, როგორ გამოდის სიტუაცია კონტროლიდან. ის გარშემო მიმოხედვის ნაცვლად იწყებს დამნაშავეების ძებნას. ჩვენს ირგვლივ სამყაროს გაცილებით მეტი შესაძლებლობები, უნარები და გამოცდილება აქვს. რატომ იკეტები საკუთარ თავში, როცა შეგიძლია ისარგებლო ასეთი სიმდიდრით? შეწყვიტე ხეტიალი – მოაწესრიგე და დაალაგე შენი აზრები. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრად მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გაერთიანდით და იმოქმედეთ!

მოამზადა: Onlinetarot.ge