თასების ათიანი – კაულდრონების ათიანი

ალტერნატიული სახელი: ჯადოქრის სახლი.
არკანის აღწერა:
წითლებში ჩაცმული ჯადოქარი თავისი ოთახის ფანჯრიდან ეზოში იყურება. ხელში უჭირავს საკუთარი ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი. მისი სახლის კარი ღიაა და კერაზე ქვაბი დუღს.
საკვანძო სიტყვები:
არანაირი პრობლემა. სიჩუმე. სიმშვიდე. ბედნიერება. სიწყნარე.
სიმბოლიზმი:
ჯადოქარი წითელი ტანსაცმლში – სიყვარულის სიმბოლოა. გრძნობები კი ნათელი და მრავალმხრივია.
სახლი და თბილი კერა – იმაზე მეტყველებს, რომ შეყვარებული წყვილი ბევრად მეტს მოელის, ვიდრე მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას.
იასამნისფერი ნაქსოვი – მიანიშნებს სულიერებასა და სიბრძნეზე, რომელიც ყოველდღიურად მოდის ჯადოქართან.
კაულდრონი – სიმბოლიზირებს ცვლილებებს ჯადოქრის სულში.
პროგნოზი:
არკანზე მითითებულია ძირითადი ფასეულობები: სახლი, თბილი კერა, სასიყვარულო ურთიერთობები. ახლობელი ადამიანები ყოველთვის მხარს დაგიჭერენ რთულ სიტუაციაში. ისინი არიან თქვენი მხარდაჭერა და იმედი. ფეხქვეშ მყარი ნიადაგის არსებობა ნებისმიერ ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს, განურჩევლად მისი შესაძლებლობების, სტატუსისა და უნარებისა.
მოამზადა: Onlinetarot.ge