ვიშუდჰა

მეხუთე ენერგეტიკული ცენტრი. განთავსებულია კისრის არეში. ზოგჯერ ხორხის ჩაკრასაც უწოდებენ. შეფერილობა-ცისფერი. გარშემო მყოფებთან ურთიერთობას და პიროვნების გამოვლინებას სწორედ ეს ჩაკრა განსაზღვრავს.

კომუნიკაბელურობა, მარტივად ინტეგრირებულობა, მჭევრმეტყველება, გამოხატვის უნარი. ყველაფერი ეს ვიშუდჰას სწორი მოქმედებისას ვლინდება. გამოიხატება პიროვნების საკუთარი თავის და პირადი ცხოვრების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობაში. მას ესმის საკუთარი მოქმედება, აზრები და სურვილები თუ, როგორ მოქმედებენ გარშემო მყოფებზე. ხორხის ჩაკრის ჰარმონიული მუშაობას მიჰყავს ადამიანი საკუთარ ფიზიკურ სხეულის გაუმჯობესებულ მართვამდე.

ხორხის ჩაკრასთან დაკავშირებულია: ყელი, კისერი, ბგერითი კვანძები, ფარისებრი ჯირკვალი, ყბა, ფილტვების ზემო ნაწილები, ნერვები, კუნთები და ზემო კიდურები.

მისი არასწორი მოქმედება იწვევს: აუტანელ გაღიზიანებას, უმოქმედობას და სიტუაციის გამოუვალობის შეგრძნებას. ვიშუდჰისთვის სამიზნე ჯირკვალია ფარისებრი ჯირკვალი. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (ფუნქციის დაქვეითება-ჰიპოთირეოდიზმი) უკავშირდება ამ ჩაკრის აგზნებას, ხოლო მოდუნებული ვიშუდჰა ფარისებრ ჯირკვალს ზედმეტად ააქტიურებს, ანუ მის ჰიპერფუნქციას იწვევს (ჰიპერთირეოდიზმი)

ვიშუდჰის დათრგუნვასთან დაკავშირებულია: ასთმა, ბრონქიტი და ა.შ. როგორც არ უნდა იყოს უცნაური ვიშუდჰა ხშირად ითრგუნება კრიტიკის დროს. კრიტიკა საერთოდ დაკავშირებულია მანიპურის უკმარისობასთან. მაგრამ როდესაც ადამიანს აკრიტიკებენ ის გარეთ აგდებს ვიშუდჰის ენერგიას. კრიტიკა ეს არის ჰიპერგამოხატულება საკუთარი აზრის. ადამიანს არავინ არ ეკითხება, მაგრამ ის გამოხატავს თავის აზრს. გამოთქვამს და გამოთქვას. ამასთან დაკავშირებულია მრავალი ყელის დაავადებები. გლანდები და ა.შ. ვიშუდჰისტური დაავადებაა სიყრუეც. არა თანდაყოლილი არამედ კარმული. ხოლო მისი შეძენის მიზეზია ის, რომ ადამიანს აქვს ტენდენცია არ მოუსმინოს უცხო აზრს საერთოდ. მას ეუბნები, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. ის ასეთი ფორმით თვითონ იკეტება და ხურავს ენერგიის ნაკადს ჩაკრისთვის. კიდევ ერთ ერთი დაავადება დაკავშირებული ამ ჩაკრასთან – ენაბლუობა. ის დაკავშირებულია ვიშუდჰას გახვრეტასთან. ზოგჯერ ბავშვი ვერ გამოთქვამს ამა, თუ იმ ბგერას. ამ შემთხვევაში უნდა ინახოს ”ვინ ზის მასზე.’’

დამხმარე მინერალები: ლაზურიტი, ლურჯი აგატი, საფირონი, ლურჯი ტოპაზი, აქუამარინი, ფირუზი.

რეკომენდებული საკვები: ლურჯი საკვები, მაყვალი, მოცვი, ყურძენი, დრაკონის ხილი, სოკო…

არომატები: ლაიმი, როზმარინი, კედარი.

https://www.youtube.com/watch?v=fKyYx1cIRYI 384 hz სიხშირის მუსიკა, ხელს შეგიწყობთ მკურნალობის პროცესში.

მანტრა: https://www.youtube.com/watch?v=BZR6yuCIie0


ავტორი: Rod

პლანეტების განლაგება

მზე 09° მშვილდოსანი 37' 54"
მთვარე 20° ტყუპები 35' 19"
მერკური 29° მორიელი 18' 13"
ვენერა 12° მორიელი 10' 41"
მარსი 17° ვერძი 07' 55"
იუპიტერი 26° თხის რქა 13' 17"
სატურნი 28° თხის რქა 26' 23"
ურანი 07° კურო 30' 14" R
ნეპტუნი 18° თევზები 09' 51"
პლუტონი 23° თხის რქა 16' 40"
ქირონი 05° ვერძი 02' 18" R
TrueNode 19° ტყუპები 53' 32"
error: კიდევ სცადე!

გამოგვყევი Facebook-ზე