Teen Witch Tarot – განმარტებები
ვარსკვლავი
ალტერნატიული სახელი: კატა.
არკანის აღწერა:
ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცის ქვეშ, ჯადოქარმა ჯადოქრის ქუდი მოიხადა და წყალთან ჩამოჯდა. ის ივარცხნის თმას და აკვირდება თავის ანარეკლს წყალში. მისი კატა კი იქვე ზის და ირთობს თავს – დაჭერილ თევზთან თამაშით.
საკვანძო სიტყვები:
გამარჯვების სურვილი. ვნება. რომანტიკა. კრეატიულობა. მშვიდობა. იღბალი.
სიმბოლიზმი:
ჯადოქრის თმა – სიმბოლოა იმ სილამაზისა, რომელიც მას ბუნებამ აჩუქა. სილამაზეზე ზრუნვა ნორმალური სურვილია იმ ადამიანისათვის, რომელსაც სურს რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს მიმზიდველობა.
წყალის ანარეკლი – არის სარკის სიმბოლო, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეხედოთ საკუთარ თავს გვერდიდან და შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები.
კატა – არის მეგობარი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს დასახმარებლად მოსვლა.
ვარსკვლავები – ადამიანის ოცნებები და მისწრაფებებია, რომელთა დანახვა შეიძლება საკუთარი თვალით.
პროგნოზი:
არკანი პროგნოზირებს საქმეების წარმატებულ დასრულებას და დადებით შედეგებს. ბედნიერი ცხოვრება და კარგი განწყობა გელით. აჩქარება აღარ არის საჭირო – შეგიძლიათ დაისვენოთ და დატკბეთ ჩვეულებრივი, ადამიანური სიამოვნებებით.
გაგიმართლათ – შეეცადეთ ისარგებლოთ მომენტით.
მოამზადა: Onlinetarot.ge