ვარსკვლავი

ვარსკვლავი მანარას ტარო
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მერწყული (სიცივე. მეცნიერული დამოკიდებულება)
ნუმეროლოგია: 8.
კი/არა: კი. შენი ოცნებები ახდება.

საკვანძო სიტყვები:

ეგოიზმი. სილამაზე. ენთუზიაზმი.სჯერა, რომ სიყვარული ზღაპარია. იდეალური, არამიწიერი სიყვარულის ძიება.

ზოგადი დახასიათება:

არკანი ვარსკვლავი მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს სრულ ჰარმონიაში – მის სინდისთან. ის თავს მშვიდად გრძნობს და გარკვეულწილად მოწყვეტილია გარშემო არსებული სამყაროსგან. მას აქვს საკუთარი ცნებები და მსოფლმხედველობა, რომელიც მისთვის ცხოვრებას კომფორტულს ხდის. ვარსკვლავის არკანს ასევე შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მნიშვნელობაც. ადამიანს შეუძლია დარჩეს თავის ოცნებებში და გამოგონილ სამყაროში, იფანტაზიოროს იმაზე, რაც არასოდეს იქნება. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სევდა – რადგან იცის, რომ ის, რაზეც ოცნებობს, არასოდეს იქნება რეალური.

პირდაპირ:

პოროვნება ცოტათი ეგოისტია. ის ფიქრობს სხვებზე, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ არ ითვალისწინებს მათ. ეს არ არის ბოროტი მიზნების გამო, უბრალოდ ასეთი ადამიანია. ამავე დროს, ის ყოველთვის მიდის თავისი მიზნებისკენ, არ აქცევს ყურადღებას დაბრკოლებებს, არ უსმენს საპირო აზრს და სრულიად უგულებელყოფს სხვა ადამიანების რეაქციებს.

ამოტრიალებული:

ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ სხვების გულისთვის. ის ყოველთვის მოვა დამხმარედ და გულწრფელადაც გაიზიარებს თქვენს სიხარულს. ზედმეტად გახსნილია სხვა ადამიანების მიმართ. მაგრამ ამავე დროს იღბლიანიც, რადგან გარემოცვა არ ცდილობს ბოროტად გამოიყენოს მისი ეს მდგომარეობა (რომელიც ზოგჯერ შეიძლება ძალიან გულუბრყვილო ან ბავშვური იყოს).

დეტალური აღწერა:

შეიძლება შეფასდეს, როგორც მეოცნების მარტოობა. ადამიანი ღრუბლებში დაფრინავს, აწმყო დიდად არ ადარდებს. მისთვის „ახლა“ ცნება არ არსებობს. ის ოცნებობს ამაღლებულ იდეებზე, ჰგონია, რომ სხვა ადამიანებისთვის ეს მიუწვდომელია – ამიტომ არ უკვირს, როცა ვერ იგებენ რასაც ამბობს.

გრძნობები და ურთიერთობები:

სიყვარული იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მიუწვდომელია. ასევე შეიძლება იყოს გამოგონილი პერსონაჟის სიყვარული, წიგნიდან, ფილმიდან ან თავის გონებაში არსებული. გრძნობები შეიძლება იყოს პლატონური. მას ხშირად აქვს სიცივე, რომელიც ქედმაღლობაში გადაიზრდება ხოლმე. შეიძლება იყოს გარკვეული გაუცხოება ან განცალკევება. მაგრამ დადებითარკანებთან კომბინაციაში მიუთითებს რომანტიზმზე.

ფიზიკური მდგომარეობა:

სექსი არ არის, ან თუ არის ძალიან შეზღუდულად. ზოგჯერ ვარსკვლავის არკანი მიუთითებს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე.

რეკომენდაცია:

კარგია სიმშვიდის შენარჩუნება და დინებას მიყოლა. შექმნილ ვითარებაში სჯობს დამკვირვებლის როლით დაკმაყოფილება და მასში უშუალო მონაწილეობის არ მიღება. როგორც ვარსკვლავი, რომელიც ცაში კიდია, ანათებს და არ ათბობს, უბრალოდ ის არსებობს.

გაფრთხილება:

ნუ დაივიწყებ მატერიალურ ცხოვრებას და ზედმეტად ნუ ჩაეფლობი ოცნებებში. აღმატებულზე ფიქრი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ გახსოვდეს – ჩვენ სამოთხეში არ ვცხოვრობთ. თუ პიროვნებას ჰყავს პარტნიორი, მაშინ რა თქმა უნდა მას აკლია საკმარისი ყურადღება.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანს აქვს კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევაც მას გაახარებს და ამისთვის მზად არის ბევრი რამ დათმოს. მისი მიზნის მიღწევის სურვილი ნამდვილად გულწრფელი და უდავოა. ის მზად არის ყველა ღონე გამოიყენოს მისაღწევად.

არკანის უარყოფითი მხარე:

მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, ოცნების დაჭერის მცდელობისას, ადამიანი დაივიწყებს ან დაშორდება თავის გარემოცვას. ეს შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. მაგრამ საყვარელი ადამიანების დაკარგვის რისკი ძალიან მაღალია.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

მომავალში დამსახურებული დასვენება და მიღწეული მიზნებიდან სიამოვნება ელის. ადამიანი მიიღებს თავის ჯილდოს და ისიამოვნებს მისით.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

პიროვნება თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. გარდა ამისა, ის დაკარგავს საყვარელ ადამიანებს ან მეგობრებს, რომლებიც მისი მისწრაფებების მსხვერპლნი გახდნენ. ცუდი სიტუაციაა, რომელშიც დანაკარგის გარდა არაფერია.

ასევე:

მოამზადა: Onlinetarot.ge