ეშმაკი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ბელზებელი.
არკანის აღწერა:
სამაინიში ორი ჯადოქარი მონაწილეობს. ცეკვავენ და მხიარულობენ. მაგრამ მათი სიხარულის საზღვარი შემოიფარგლება იმ ჯაჭვების სიგრძით, რომლითაც ისინი უზარმაზარ ქვას არიან მიჯაჭვული – ოსტატის მიერ. მას უხარია, რომ ჯადოქრები მთლიანად მისი მმართველობის ქვეშ არიან. ამაზე მიუთითებს ჯადოქრების თავზე არსებული მათრახი და მახვილი. ამ საშინელ იარაღებს თავად ჯადოქრები ყურადღებას არ აქცევენ, ისინი უბრალოდ მხიარულობენ.
საკვანძო სიტყვები:
სარისკო თამაში. ცდუნება. მიმზიდველობა. მღელვარება. მტერი. მოტყუება.
სიმბოლიზმი:
რქიანი და წვერიანი ეშმაკი – განასახიერებს ადამიანს, რომელმაც დაკარგა სინდისი და მორალური პრინციპები.
სიცილი და მხიარულება – სიმბოლოა დაუფიქრებელი დამოკიდებულების – ყველაზე მთავარის, საკუთარი ცხოვრების მიმართ.
ჯაჭვი – არის საზღვრები. ჩვენ გვაკავშირებს გარემოებები, დაპირებები და ვალდებულებები.
ჯადოქრები წრეზე ცეკვავენ, ისინი მხოლოდ სხვისი დაკრულზე ცეკვა და ბატონის გარშემო მოძრაობენ. არკანი თავისუფლების არარსებობის სიმბოლოა.
პროგნოზი:
თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი ცდუნების და ძალაუფლების გავლენის ქვეშ. თქვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გიკლიათ საკუთარი ცხოვრების განადგურებამდე. გაიქეცი, გაიქეცი უკანმოუხედავად. ცეცხლთან თამაშობ და გახსოვდეს, ასეთი თამაშები ყოველთვის საშიშია. მხოლოდ შენ იტანჯები, დამნაშავე არავინ არის. ძალიან მალე მოგიწევთ თქვენს ქმედებებზე საფასურის გადახდა. კიდევ ერთხელ დაფიქრდით – გჭირდებათ ასეთი პრობლემები?

მოამზადა: Onlinetarot.ge