Teen Witch Tarot – განმარტებები
ეტლი
ალტერნატიული სახელი: ცოცხი.
არკანის აღწერა:
ცოცხზე ამხედრებული ახალგაზრდა ჯადოქარი ვარსკვლავებისკენ მიფრინავს. მას ფრენაში ყვავები ეხმარებიან, რომლებმაც ცოცხის ცაში აიტაცეს. ჯადოქარი ერთი ხელით ცოცხს ეჭიდება, მეორეთი კი ქუდს იჭერს, რომ არ მოძვრეს და დაკარგოს. ის შიშობს, თუ როგორ გამოიყურება გარეგნულად. ჯადოქარს არ აინტერესებს ფრენის მიმართულება, რადგან მას წინ უძღვიან ყვავები.
საკვანძო სიტყვები:
წარმატება. იღბალი. იდეა. სიხარული. მოგზაურობა. ბედნიერი შეხვედრა. შთაგონება. წინსვლა.
სიმბოლიზმი:
ცოცხი – სიმბოლოა პასიურობისა და აქტიურობის ერთიანობის, რომელიც ჯადოსნურ იარაღად იქცა. ის არღვევს ფიზიკის კანონებს და აძლევს მის მფლობელს დიდ უპირატესობას.
ყვავები – ჯადოქრის გონების სიმბოლოა: მან დაიმორჩილა ფრინველები, რომ კიდევ უფრო სწრაფად და კომფორტულად იმოძრაოს.
პროგნოზი:
შეწყვიტეთ სიფრთხილის გამოჩენა – დროა იმოქმედოთ! თქვენ ყველაფერი გაქვთ წინსვლისთვის: შესანიშნავი იდეა, გამოცდილება, შესაძლებლობა და დრო. ნუ გეშინია, ახლა წარმატებას უსათუოდ მიაღწევ. ზოგჯერ მიმოიხედე გარშემო და არ დაგავიწყდეს შენი ქმედებების კონტროლი. ამით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ შეცდომები. მოძრაობა არის ცხოვრება. თუ გსურთ უფრო დიდხანს იცხოვროთ – იმოქმედეთ!
მოამზადა: Onlinetarot.ge