ისწავლე მანარა

ეტლი – მანარას ტაროს კარტი

ეტლი მანარას დასტა

ეტლი

ეტლი მანარას დასტა
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: კირჩხიბი (მე ვგრძნობ. წინდახედულობა. მფარველობა)
ნუმეროლოგია: 7.
კი/არა: შესაძლოა. სიტუაცია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი გზით.

საკვანძო სიტყვები:

ტრიუმფი. მედიდურობა. ამპარტავნება. დაპყრობა. თვითრეკლამა. ქედმაღლობა.

ზოგადი დახასიათება:

არკანი ეტლი სიმბოლოა ილუზიების, მოგონებების, ასევე მოქმედებების, რომლებიც წინასწარ იყო განსაზღვრული. ის ხშირად გვიჩვენებს, იმას რომ ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს მისი წარსული. კერძოდ, მოგონებები, რომლებიც ხელს უშლის რეალობის ნორმალურ აღქმას. ყველაზე ხშირად ეს არის ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ყოველთვის ხელს უშლის ახალ საქმიანობებსა თუ ურთიერთობებში. ეს შეიძლება იყოს წარსული შეცდომების გამეორებაც.

პირდაპირ:

ადამიანი არ ცხოვრობს რეალურ სამყაროში. ხშირად მას საერთოდ არ შეუძლია ადეკვატურად აღიქვას და გაიგოს არსებული ვითარება. მისი მოტყუება ან გამოყენება ადვილია. უფრო მეტად ფიქრობს წარსულ გამოცდილებაზე, ეყრდნობა მას და ცდილობს ახალ სიტუაციებში ეს გამოცდილება გამოიყენოს-რაც დიდი შეცდომაა.

ამოტრიალებული:

ამოტრიალებულ მდგომარეობაში, არკანი ეტლი მიუთითებს ზედმეტად პრაგმატულ პიროვნებაზე, რომლისთვისაც ემოციები შეიძლება იყოს მიუღებელი. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ყველაფერი ზედმიწევნით მოწესრიგებულად აქვთ. ნებისმიერ პრობლემას ლოგიკითა და მიზეზ-შედეგობრივობით უდგბიან. ისინი მუდამ მზად არიან იმოქმედონ მატერიალური ცნებებით. ინტუიცია, ემოციები და შეგრძნებები კი მხოლოდ ხელს უშლით მათ. ხშირად ასეთ ადამიანს გარშემომყოფები უგრძნობ და გულქვად თვლიან. უფრო მსუბუქ ფორმაში კი – კონსერვატორად.

დეტალური აღწერა:

წარსული გამოცდილება ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს ადამიანზე და ამავდროულად არ აქვს მნიშვნელობა პოზიტიური იქნება ეს თუ უარყოფითი. მაგრამ ხშირად ნეგატივი დავიწყებულია, კარგი კი პირიქით – გაზვიადებული. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს იმას, რომ წარსული შეცდომები მეორდება ისევ და ისევ.

გრძნობები და ურთიერთობები:

არკანი ეტლო ხშირად ამოდის, როდესაც საქმე ეხება გრძელვადიან ურთიერთობებს, რომლებსაც აქვთ გრძელი ისტორია. მაგრამ თუ ცოტა ხნის წინ მოხდა გაცნობა, მაშინ ეს იმაზე მეტყველებს, რომ წარსული გამოცდილება დიდ გავლენას მოახდენს ურთიერთობების განვითარებაზე. ზოგადად, არკანი მიუთითებს ნოსტალგიაზე, რომ მოგონებები ერევა ცხოვრებაში, აწესებს ქცევის გარკვეულ მოდელს, რომელიც სულაც არ იქნება კარგის მომტანი.

ფიზიკური მდგომარეობა:

ეტლის არკანი ხშირად მიუთითებს კომპლექსების არსებობაზე. ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან შეზღუდული ან უბრალოდ “დროს ჩამორჩენილი”.
P.S. ამის პრობლემა შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ.

რეკომენდაცია:

ღირს თქვენი წარსულის გადახედვა. იქ არის როგორც მინიშნებები, ასევე კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. მთავარია, შეძლოთ მათ გათვალისწინება.

გაფრთხილება:

თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი მიჯაჭვა თქვენს წარსულზე და არც უნდა მიჰყვეთ წარსულის გამოცდილებას. უნდა გახსოვდეთ, თუ ძველი ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა, მაშინ თქვენ უნდა შეცვალოთ მიდგომები და იმოქმედოთ შემოქმედებითად. მხოლოდ ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომების გამეორება და მიიღოთ შანსი წარმატებული შედეგისთვის.

არკანის დადებითი მხარე:

ფანტაზიებმა და ოცნებებმა შეიძლება ადამიანი ცუდ სიტუაციებში მოახვედროს. თუმცა, მაინც ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებთ მათ. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ამით სარგებელი ნახონ – ისინი უბრალოდ გააერთიანებენ ფანტაზიებსა და რეალობას.
P.S. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ეს უნდა გახსოვდეთ.

არკანის უარყოფითი მხარე:

ადამიანი რეალობას სწორად ვერ აღიქვამს და მოვლენებს დამახინჯებულად ხედავს. მძიმე შემთხვევებში – შეიძლება იგი ფსიქიკურად დაავადებულადაც კი მიიჩნიონ, რადგან მისი ქცევა შორს არის ნორმალურისგან. იგი ფანტაზიებმა მთლიანად შთანთქა.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ადამიანი არ იშორებს ფანტაზიებს, თუმცა რეალურად ხედავს მოვლენებს. ოცნებები და ფანტაზიები მას სხვადასხვა შესაძლებლობებს მისცემს. საღი აზრი და ლოგიკა კი საშუალებას მისცემს გააცნობიეროს თავისი პოტენციალი. მან იცის, რომ ფანტაზიებში თავისუფალია, მაგრამ ახლა ცხოვრობს რეალურ სამყაროში, სადაც კანონები სრულიად განსხვავებულია.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანი საბოლოოდ იზოლირებული/ჩაკეტილი გახდება თავის შინაგან სამყაროში. ირგვლივ არსებული საგნების აღქმას მხოლოდ ფორმულირებულად შეძლებს. სწორედ ეს არ მისცემს მას საშუალებას, დატკბეს რეალობის მრავალფეროვნებით. მისი ცხოვრება კი ნაცრისფერი გახდება.

მოამზადა: Onlinetarot.ge