დეკემბრის ტაროლოგიური პროგნოზი – ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი
დეკემბერში არაერთი ახალი გამოწვევა გელით, თქვენ დაგჭირდებათ მოთმინების და მტკიცე ნებისყოფის გამოჩენა. შესაძლოა, გქონდეთ ახალი შემოთავაზება, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს კარიერასთან და ფინანსურ მდგომარეობასთან, გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება გადაწყვეტილების მიღებისას. დაეყრდენით თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას. ეს არის პერიოდი, როდესაც არ არის სასურველი სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. საჭიროა კარგად დაფიქრება და სიტუაციის ანალიზი. თუ სწორ არჩევანს გააკეთებთ ახლო მომავალში ეს აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.
კონცენტრაცია მოახდინეთ კარიერაზე და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ამ ეტაპზე არ არის საჭირო თქვენი მხრიდან აქტიურობა, ერიდეთ სპონტანური გადაწყვეტილებეის მიღებას. ადამიანებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე.
კურო
დეკემბრის თვეში ბევრი სიახლე გელით, განსაკუთრებით ეს ეხება პირად ურთიერთობებს. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მასთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა თუ მარტო ხართ დიდი ალბათობაა იმისა რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც თავს ბედნიერად იგრძნობთ.
კარგი პერიოდია ნებისმიერი სიახლისთვის, არ შეგეშინდეთ წინ სვლის, ენდეთ სამყაროს და საკუთარ ინტუიციას. რაც შეეხება კარიერას და ფინანსურ სფეროს, გექნებათ ახალი შემოთავაზება, ეს დაკავშირებული იქნება ახალ სამსახურთან, ახალ საქმესთან. შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გამყარებას. ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. არ შეგეშინდეთ სიახლეების. ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის. ეცადეთ გარშემომყოფებთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა, დაამყაროთ ახალი კონტაქტები. მოსალოდნელია იპოვოთ ახალი მოკავშირეები და სპონსორები.
ტყუპები
ახლო მომავალში, როგორც პირად ასევე საქმიან სფეროში მოსალოდნელია გარკევული დროით სიტუაციის ერთ ადგილზე გაჩერება, გამოიყენეთ ეს დრო ფიქრისა და თვითჩაღრმავებისთვის. ზოგჯერ საჭიროა ცოტა ხნით გაჩერება და ყველაფერზე დაფიქრება იქამდე, სანამ მომდევნო ნაბიჯს გადავდგამდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი გავლენას იქონიებს თქვენს მომავალზე, ამიტომ გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება. არ იჩქაროთ, კარგი დროა მოსამზადებლად, ცოტა ხნით შეისვენეთ ყველაფრისგან და დაგეგმეთ შემდეგი ნაბიჯები.
ყურადღებით იყავით ემოციებთან, გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, თავი მარტოდ იგრძნოთ და მოიმატოს ნეგატიურმა ემოციებმა. მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია გქონდეთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან. არა არის სასურველი ამ ეტაპზე ბევრი ახალი კონტაქტი, უმჯობესია მეტი დრო დაუთმოთ იმ ადამიანებს ვინც უკვე არიან თქვენს ცხოვრებაში.
კირჩხიბი
დეკემბრის თვეში შესაძლოა გარკვეული პერიოდით გაჩერება და საქმეების გადადება მოგიწიოთ, ამან არ შეგაშინოთ,უბრალოდ მოდუნდით და ცოტა ხნით დაისვენეთ ,მიყევით დინებას და მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას. ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება და ძალიან მალე საკუთარი შრომის ნაყოფს მოიმკით , ადრე თქვენს მიერ ჩადებული ძალისხმევა და შრომა ძალიან მალე კარგ შედეგს მოგიტანთ. ეს იქნება თქვენი შრომის დამსახურებული საზღაური.
არაა ხელსაყრელი პერიოდი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელა,ეცადეთ შეინარჩუნოთ სტაბილურობა, ეს ეხება პირად ცხოვრებასაც. უმჯობესია დეკემბრის თვე საკუთარ თავს დაუთმოთ, გაანალიზოთ ყველაფერი და ასე შეძლებთ ახალი პერსპექტივებიც დაინახოთ, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით.
ლომი
დეკემბრის თვეში თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა გაჩნდეს მოულოდნელი პრობლემები, მოგიწევთ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე . გამოიყენეთ თქვენი შინაგანი ძალა და უნარები. თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, ახლო მომავალში ძალიან კარგ შედეგებს მიიღებთ.
ეცადეთ დაიცვათ ბალანსი და თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს არ მისცეთ უფლება გავლენა მოახდინოს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და იქ ყველა კითხვაზე იპოვით პასუხს რაც დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში, რადგან ახლა სწორედ ის პერიოდია თქვენს ცხოვრებაში, როდესაც საჭიროა მოახდინოთ საკუთარი უნარებისა და ძალების რეალიზება, ეს ყოველივე დაგეხმარებათ გავლენა მოახდინო მიმდინარე სიტუაციაზე. უბრალოდ იყავით მზად, არ დაიბნეთ, არ შეშინდეთ და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია.
ქალწული
კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი მომავლისთვის, ახლა ჩადებული შრომა და ძალისხმევა ახლო მომავალში გამოიღებს შედეგს. გამოიჩინეთ სიმტკიცე გადაწყვეტილებების მიღებისას და არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს.
დეკემბრის თვეში სიფრთხილე გამოიჩინე ახალ ნაცნობებთან. უმჯობესია კონცენტრირება მოახდინოთ კარიერაზე და თქვენს საქმეზე. ეცადეთ მოერიდოთ სარისკო გადაწყვეტილებებს, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგმამდე კარგად დაფიქრდით.
მეტი დრო დაუთმთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, შესაძლოა გარკვეული დროით ნეგატიურმა ემოციებმა მოიმატოს, თავი გადაღლილად და დათრგუნულად იგრძნოთ. მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ყოველივე ეს და არ მისცეთ უფლება გავლენა მოახდინოს ტქვენს ცხოვრებაზე.
სასწორი
სიფრთხილე გამოიჩინეთ ადამიანებთან ურთიერთობისას. მარტივად არ ენდოთ არავის, ეს ეხება როგორც პირად ასევე საქმიან ურთიერთობებს. სანამ რამეს გადაწყვეტდეთ ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, იყავით მეტად თავდაჯერებული და საკუთარ თავს უფრო მეტად ენდეთ ვიდრე სხვებს.
ფინანსურად ეს თვე თქვენთვის სტაბილური იქნება, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი სიახლები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არც დანაკარგი იქნება. ამ პერიოდში რაიმე ახლის წამოწყება და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა არ არის სასურველი.
მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან. ეცადეთ ამ პერიოდში ნაკლებად წამოიწყოთ ახალი ურთიერთობები. ასევე არ არის ხელსაყრელი პერიოდი სერიოზული და საქმიანი გარიგებებისთვის, ან სამსახურის შესაცვლელად.
მორიელი
ახლო მომავალში თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი ადამიანის გამოჩენა, რომელიც ემოციურად აგაღელვებთ. იყავით ყურადღებით და არავის ენდოთ მარტივად. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. იყავით მეტად რაციონალური და თქვენს გარშემო არსებულ გაუთვალისწინებელ მოვლენებს არ მისცეთ უფლება გავლენა იქონიოს თქვენს მდგომარეობაზე. შესაძლოა ახლო მომავალში შეიქმნას სიტუაცია სადაც საჭირო იქნება მართვის სადავეების საკუთარ ხელში აღება, დაგეკისრებათ მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე ეს აქამდე იყო, თუმცა თქვენ გაქვთ რესურსი იმისა, რომ ყველაფერს წარმატებით გაართვათ თავი. იყავით თავდაჯერებული და გამოიყენეთ საკუთარი შინაგანი ძალა.
სიფრთხილე გმართებთ საკუთარ ემოციებთან, ამ ეტაპზე უკეთესია არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები.
მშვილდოსანი
კარგი პერიოდია თქვენი გეგმების განსახორციელებლად, შრომა რომელსაც ახლა ჩადებთ საქმეში აუცილებლად ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს, ასევე კარგი პერიოდია პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად. თავი შეიკავეთ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებებისგან, მნიშვნელოვანია რომ შეინარჩუნოთ ცივი გონება ნებისმიერ სიტუაციაშე, უკეთესი იქნება თუ ინტუიციაზე მეტად ლოგიკასა და გამოცდილებას დაეყრდნობით.
აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, შესაძლოა ამ თვეში გადაღლა და ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ. არსებობს ალბათობა იმისა, რომ გადაღლილობამ გავლენა იქონიოს თქვენზე. არ აჰყვეთ უარყოფით აზრებსა და ემოციებს. პირიქით იყავით მშვიდი ნებისმიერ სიტუაციაში. ეს ეხება, როგორც პირად ასევე საქმიან სფეროს.
შესაძლოა, წარსულიდან ვიღაც დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მარტივად არავის ენდოთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე.
თხი სრქა
დეკემბრის თვეში მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, არ შეგეშინდეთ პასუხისმგებლობის აღების, თამამად გადადგით ნაბიჯი. შესაძლოა დაგჭირდეთ არჩევანის გაკეთება, ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას, ინტუიციას და ისე იმოქმედეთ. მნიშვნელოვანია, რომ იყოთ თავდაჯერებული, რადგან თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ თავში. თქვენი წამოწყებული საქმეები არცისე წრაფად განვითარდება, თუმცა საბოლოოდ მაინც მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.
პირად ურთიერთობებში გელით სიახლეები, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდეს ან ვიღაც დაბრუნდეს წარსულიდან, თქვენზეა დამოკიდებული ამ ურთიერთობას გააგრძელებთ თუ არა მომავალში.
მერწყული
ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით, შესაძლოა გაწყვიტოთ ძველი კავშირები და ურთიერთობები, რომლებიც რეალურად არ იყო თქვენთვის სასარგებლო. სიფრთხილე გმართებთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. კარგი პერიოდია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, თუმცა ჯერ კარგად დაფიქრდით, გაანალიზეთ და აწონ-დაწონეთ ყველაფერი, ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ სარისკო საქმეებისგან. ამ ეტაპზე არა არის სასურველი სწრაფი და მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმა.
რაც შეეხება საქმიან და ფინანსურ სფეროს ამ თვეში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ საკუთარ თავზე, მოახდინეთ თქვენი უნარებისა და შინაგანი ძალის რეალიზაცია, ბევრი რამ იქნება მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული, არ დაელოდოთ სხვებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ახლა თქვენი უნდა მიიღოთ.
თევზები
დეკემბრის თვეში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგექმნათ ფინანსებთან დაკავშირებით. გამოიჩინეთ ძალა და ნებისყოფა, საჭიროა იყოთ მეტად მიზანსწრაფული და უარი არ თქვათ თქვენს გეგმებზე, არ შეგაშინოთ მცირე წარუმატებლობამ. გამოიჩინე სიმტკიცე გადაწყვეტილებების მიღებისას. ასევე კარგი პერიოდია ცოტა ხნით განმარტოებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის. დაუთმეთ მეტი დრო თვითგანვითარებას, ეცადეთ იპოვოთ ბალანსი ეს დაგეხმარებათ.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ამ თვეში არ გირჩევთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ან ახალი ურთიერთობის დაწყებას. კარგი იქნება თუ თქვენი ცხოვრების ამ ეტაპს მთლიანად საკუთარ თავს დაუთმობთ, დაფიქრდით რა გინდათ რეალურად, რა არის ის რაც გაბედნიერებთ. შეხედეთ ყველაფერს უფრო მარტივად და არ მისცეთ გარემო ფაქტორებს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე გავლენის მოხდენის უფლება.