სიახლეები, ისწავლე ტარო, ტაროს გაშლის მეთოდები, შემეცნებითი

ტაროს გაშლის მეთოდი : ჩემი ურთიერთობა

ტაროს გაშლის მეთოდი

ტაროს გაშლის მეთოდი – “ჩემი ურთიერთობა” , ამ გაშლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მოკლე ანალიზი გაუკეთოთ თქვენს ამჟამინდელურთიერთობას.

1. ურთიერთობა ამჟამად

ეს მდებარეობა აღწერს თქვენს ურთიერთობას ამჟამინდელ მომენტში.

2. თქვენი გრძნობები

ეს არკანი წარმოადგენს თქვენს გრძნობას პარტნიორის მიმართ აწმყოში.

3. პარტნიორის გრძნობები

ეს არკანი ასახავს თქვენი პარტნიორის გრძნობებს ურთიერთობაში. ნუ დააწესებთ შეზღუდვებს მიეცით საშუალება ამ არკანს მოგაწოდოთ მთლიანი იდეა, რომელიც შეიძლება მომავალში საუკეთესოდ გამოიყენოთ.

4. ხელისშემშლელი ფაქტორები

არკანის ეს მდებარეობა მიუთითებს პოტენციურ დაბრკოლებებსა და ბლოკებზე, რომელსაც შესაძლოა შეხვდეთ თქვენს ურთიერთობაში ან რომელიც აღარ ემსახურება თქვენი ურთიერთობის დადებით განვითარებას. ემოციური, მოვლენის, სიტუაციის ან კონფლიქტის ნებისმიერი ფორმა, რომელიც არ გაძლევს საშუალებას მარტივად წინ წახვიდე.

5. საუკეთესო მიდგომა

ეს არკანი წარმოადგენს საუკეთესო გზას წინსვლისთვის იმ ხელისშემშლელი ფაქტორების ან დაბრკოლებების მოსახსნელად, რომლებიც შესაძლოა ხელს უშლიდეს თქვენს ურთიერთობას.

6. შესაძლო მომავალი

არკანი გაძლევთ პოტენციურ წარმოდგენას ურთიერთობის შედეგზე, როგორც ეს არის ახლანდელ მომენტში, იმისმიხედვით როგორც ეს ამგაშლის სხვა არკანებმა აჩვენა (იგულისხმება არკანები 1-5) გთხოვთ გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ თავისუფალი ნება, თუ როგორ წარმართავთ თქვენს მომავალს.

სიყვარულით


მოამზადა: ONLINETAROT.GE