კელტური ჯვარი ტაროს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული გაშლის მეთოდია. განლაგება იყოფა სამ ნაწილად, ჯვარი, წრე და კოშკი. ორი ცენტრალური კარტი გვეხმარება საკითხის არსის გამოვლენაში, წრე ანუ გარშემო არსებული კარტები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ როგორ იმოქმედებს წარსული და აქამდე მომხდარი მოვლენები მომავალზე, კოშკი ასახავს თავად პიროვნებას და მომავლის შესაძლო განვითარებას. ამის საშუალებით თქვენ შეძლებთ აირჩიოთ სწორი გზა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში ეს გაშლა დაგეხმარებათ იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან, გაიგოთ რა არის ის რაც გჭირდებათ ტქვენი მიზნების მისაღწევად. გაშლის დაწყებამდე დასვით კითხვა, უმჯობესია იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და არ შეიცავდეს ერთზე მეტ კითხვას.

1. აწმყო, მიმდინარე მდგომარეობა – ეს კარტი გვიჩვენებს ამჟამინდელ მდგომარეობას.

2.პრობლემა – ეს არკანი გვიჩვენებს პრობლემას, გამოწვევაწ, რომელიც ჩვენს წინაშეა, რის მოგვარების შემედეგაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვლება.

3. პრობლემის საფუძველი – არკანი გვიჩვენებს მოვლენებს, მიზეზებს, რომელმაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა.

4. წარსული – არკანი გვიჩვენებს წარსულში მომხდარ მოვლენებს, იმას რაც ჩვენთვის დაფარულია,ზედაპირზე ამოიტანს ჩვენს ქვეცნობიერში დაფარულ ნიშვნელოვან ინფორმაციას.

5. ეს კარტი გვიჩვენებს მიზანს, მისწრაფებას, საუკეთესო შედეგს ჩვენი დღევანდელი სიტუაციისა, ასევე ეს არკანი წარმოადგენს ჩვენს ნამდვილ მიზნებსა და სურვილებს, თუ რა გვინდა რეალურად.

6. ახლო მომავალი – არკანი გვიჩვენებს მოვლენების განვითარებას უახლოეს პერიოდში.

7. ეს არკანი გვიჩვენებს იმას რაც ქვეცნობიერშია, სიღრმისეულად შეუძლია დაგავნახოს თუ რა უბიძგებს რეალურად ამ სიტუაციას, რა არის გამომწვევი მიზეზი.

8. გარემო – ეს არკანი გვიჩვენებს გარე გავლენებს მიმდინარე სიტუაციაზე.მიუთითებს იმ მოვლენებსა და ადამიანებს, რომელიც გავლენას ახდენენ თქვენზე.

9. იმედები და შიშები – ეს არკანი წარმოაჩენს ჩვენს ფარულ სურვილებს, ჩვენს იმედებს და შიშებს, ხშირად ადამიანის ბუნება პარადოქსულია, ჩვენი გრძნობები გადაჯაჭვულია.

10. მომავალი, შედეგი – ეს კარტი გვიჩვენებს მომავალს, თუ სად მივყავართ ამ სიტუაციას და საბოლოოდ რა მოხდება.

მოამზადა: Fey