ბედის ბორბალი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ანწლი.
არკანის აღწერა:
ბორბლის შიგნით არის ორი ჯადოქარი: ერთი ჯადოქარი მეორეს უკან არის. პირველს ხელში არსებული ჯადოსნური ჯოხის მიუხედავად, სერიოზული პრობლემები ელის. პრობლემა არ გახლავთ მოძრავი ბორბალი – არამედ ეს არის გველი, რომელიც იქვე მიცოცავს. ჯადოქრების ზურგს უკან არის ანწლის მწიფე ნაყოფი: რომელიც არკანს მნიშვნელობას და სიმბოლიკას სძენს.
საკვანძო სიტყვები:
ცვლილება. კურსის შეცვლა. გართობა.
სიმბოლიზმი:
მეგობრის ზურგზე არსებული ჯადოქარი – ბავშვურობის სიმბოლოა.
მისი მეგობრის გაოცებული სახე – სიმბოლოა იმის, რომ მოვლენები გეგმის მიხედვით არ მიდის.
ბორბალი -კიდევ რაღაცაზე მიუთითებს, რომელიც რჩება კულისებს მიღმა და არ ჩანს.
გველი – ჭკვიანისთვის გამოცდილების სიმბოლოა, ხოლო უცოდინარი ადამიანებისთვის კი ბოროტების ნიშანი.
ბუ – სიბრძნე, რომლის რეალიზებისთვისაც საჭიროა გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება.
ჯადოსნური ჯოხი – არის ძალაუფლების ნიშანი, რომელიც არსებობს, მაგრამ ჯერ არ არის გამოყენებული.
პროგნოზი:
მბრუნავი ბორბალი შენი ცხოვრებაა. მიმდინარე ცვლილებები არ არის ბავშვობის მიზეზი. თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ბალანსი და ყურადღებით აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა. ბედი მუდმივად გაძლევს შანსს – ეცადე, უკეთ იმოქმედო და მეტისკენ ისწრაფვო. თუ რეალობისგან ძალიან შორს ხართ, უბრალოდ უნდა დაელოდოთ სანამ ბორბალი ისევ მიწაზე იქნება და ფეხების ქვეშ იგრძნობთ სიმყარეს.
ანწლი – არის იღბალი და ამავე დროს მისი დაკარგვაც. თუ ანწლს შეაგროვებთ – გააცნობიერებთ თქვენს შანსს, თუ არ შეაგროვებთ – დაკარგავთ მას.

მოამზადა: Onlinetarot.ge