აჯნა

დღეს გესაუბრებით იმ ჩაკრის შესახებ, რომელიც ჩემს სფეროში უპირველეს როლს ასრულებს. ამიტომ მასზე განსაკუთრებულად ბევრი მაქვს მოსაყოლი. მეექვსე ჩაკრა, იგივე ‘’მესამე თვალი’’, მდებარეობა-ტვინის ნახევარსფეროებს შორის. ბიოლოგიურად ამ ჩაკრის შესაბამის ჯირკვალს-ეპიფიზს უწოდებენ. ეს ჩაკრა მართავს ყველა იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია აღქმასთან, მეხსიერებასთან, აზროვნებასთან, ანალიზთან, შეგრძნებებთან. პასუხს აგებს სამყაროს აღქმაზე.

როცა ჩაკრა გახსნილია: ადამიანი მატერიალურ სამყაროზე აღმატებული ხდება და მასში იღვიძებს ხედვა მოვლენების, დროისა და პროცესების აღქმისათვის, რომლის შეგრძნებაც ყველა ადამიანს არ შეუძლია-იგივე ექსტრასენსორიკა.

გადმოცემის თანახმად, შორეულ წარსულში ეპიფიზის ზომა ბევრად აღემატებოდა დღესდღეისობით დაფიქსირებულ ზომას. დროთა განმავლობაში და ევოლუციური პროცესების პარალელურად მისმა ზომამ იკლო, რაც იმის მანიშნებელია, რომ შორეულ წარსულში ადამიანებს ბევრად უფრო მძაფრი მგრძნობელობა ჰქონდათ, ვიდრე დღეს. ისინი ბევრად ახლოს იყვნენ ბუნებასთან (დეკარტი თვლიდა, რომ ეს ორგანო ადამიანს ბუნებასთან ჰარმონიულს და სულიერ საწყისებთან დაკავშირებულს ხდიდა), ბევრად მეტს ხედავდნენ ვიდრე ჩვენი თვალები, თუმცა საჭიროების შესაბამისად, ადამიანებში შეგრძნებებზე დაკვირვებულობა თითქმის სრულიად უგულებელყოფილი დარჩა. საუკუნებიის მაძილზე ადამიანები ამ პაწაწინა ნაწილის გააქტიურებას ცდილობდნენ. დღემდე მოღწეულია მისი გააქტიურების რამდენიმე ტექნიკა. აღმოსავლურ კულტურებში მესამე თვალი დღემდე მნიშვნელოვანი სიმბოლოა დიდი სულიერი ძალის და კოსმიური გონებისა.

მესამე თვალი დაკავშირებულია: ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, თავის ქალა, ტვინი, შუბლი, სახე, მარცხენა თვალი, ყურები, ცხვირი. ენერგიის ფერი იასამნისფერი/ინდიგო ლურჯი.

უნარები: ვიზუალიზაცია, ფსიქიკური შესაძლებლობები, მეხსიერება, ოცნება.

როცა ჩაკრა ბალანსშია: ადამიანი სიცოცხლის დინებას შეიგრძნობს, კრეატიულობით ხასიათდება, მგრძნობიარეა, სექსუალური, ფერტილური, სასიამოვნო და ადვილად ადაპტირებადი ადამიანია.

როცა ჩაკრა დაუბალანსებელი ახასიათებს: დანაშაულის შეგრძნება, ფიზიკური და ფსიქიკური შეზღუდვები, გენიტალიური, სექსუალური და განაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დეჰიდრატაცია, სახსრების პრობლემები.

საკვები, რომელიც ჩაკრის დაბალანსებაში დაგეხმარებათ: იასამნისფერი ყურძენი, მაყვალი, ბადრიჯანი, შავი ქლიავი, ქიშმიში, იასამნისფერი კარტოფილი, იასამნისფერი კომბოსტო, შოკოლადი, ლავანდა, არომატიზებული ჩაი იასამნისფერი ხილით დამზადებული.

არომატები: იასამანი, ია, ლავანდა, სანდალვუდი, ვეტივერი, გუნდრუკი, პიტნა.

მინერალური ქვები: ამეთვისტო, ლურჯი კვარცი, ლაზურიტი, ლეპიდოლიტი, სოდალიტი, აზურიტი, ლაბრადორიტი.

ასევე ამ პროცეს უფრო სასიამოვნოს და ხელის შემწყობს გახდის 426.7 hz სიხშირის ტონები,რომელიც აჯნას ასტიმულირებს.https://www.youtube.com/watch?v=zWMH1bFaWK0&t=6s

მანტრა: https://www.youtube.com/watch?v=oWvT_XZxx8k კითხვებისა და აზრის გამოხატვის სურვილის შემთხვევაში დააკომენტარეთ. შემდეგი პოსტი იქნება ბოლო, მეშვიდე ჩაკრის-საჰასრარას შესახებ. გისურვებთ ბალანსსა და ჰარმონიას!


ავტორი: Rod

პლანეტების განლაგება

მზე 08° მშვილდოსანი 58' 46"
მთვარე 12° ტყუპები 45' 43"
მერკური 28° მორიელი 18' 01"
ვენერა 11° მორიელი 22' 42"
მარსი 16° ვერძი 59' 59"
იუპიტერი 26° თხის რქა 05' 43"
სატურნი 28° თხის რქა 22' 53"
ურანი 07° კურო 31' 31" R
ნეპტუნი 18° თევზები 09' 48"
პლუტონი 23° თხის რქა 15' 41"
ქირონი 05° ვერძი 02' 49" R
TrueNode 19° ტყუპები 53' 38" R
error: კიდევ სცადე!

გამოგვყევი Facebook-ზე