არტურ ედვარდ უეითის კლასიკური ტაროს კარტი
არტურ ედვარდ უეითი, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოკულტისტი გახლდათ, მან პამელა კოლმან სმიტს, მხატვარს და თეატრის დიზაინერს, სთხოვა შეექმნა უნიკალური ტაროს დასტა. ზემოთხსენებული ორივე პირი გახლდათ ოქროს ჰერმეტული ორდენის წევრი „ოქროს განთიადი“, ეს იყო გავლენიანი მისტიკური საზოგადოება, რომლის გრანდ მასტერი მოგვიანებით გახდა არტურ ედუარდ უეითი. ამიტომაც არის რომ ამ დასტაში შემავალი არკანები შეიცავს უამრავ მისტიკურ სიმბოლოს „ოქროს განთიადის“ ორდენიდან.
არტურ ედვარდ უეითის ხელმძღვანელობით პამელა კოლმან სმიტმა შექმნა სამოცდათვრამეტი ნახატი, რომლებიც შემდგომ ტაროს დასტის არკანებად იქცა. ლონდონში არსებულმა საგამომცემლო კომპანიამ, „უილიამ რაიდერი და შვილი“, გამოაქვეყნა ტაროს დასტა 1910 წელს.
ამ დასტას განსაკუთრებულს ის ხდიდა, რომ ყველა არკანზე და არა მხოლოდ მაღალ არკანებზე გამოსახული იყო სხვადასხვა სცენები, რომლებიც მოგვითხრობს ამბავს და გადმოსცემენ არკანების მნიშვნელობას. ახლა უკვე ადამიანებს შეეძლოთ კარტების დათვალიერებით მათი მნიშვნელობის გაგება. ილუსტაციები საშუალებას იძლევა წაიკითხოთ არკანები ინტუიციურად. მაგალითად უყურებ ხმლების ათიანს, რომელზეც გამოსახულია მიწაზე მწოლიარე მამაკაცი, რომელსაც ზურგში ათი მახვილი აქვს ჩარჭობილი და მაშინვე ფიქრობ, რომ აქ ადგილი აქვს ღალატს, ტყუილს და ტკივილს. მხიარული ახალგაზრდა ქალები ცეკვავენ თასების სამიანზე და აშკარად საუბრობენ მხიარულებაზე, ბედნიერ მომენტებსა და მეგობრობაზე.
დასტის თავდაპირველი გამოქვეყნების დღიდან გაჩნდა მისი მრავალი ვარიაცია და განვითარდა. დღესდღეისობით უამრავი ტაროს დასტა დაფუძნებულია სმიტის მარტივ, მაგრამ ძლიერ დიზაინზე. მისი შექმნიდან ას წელზე მეტია გასული თუმცა რაიდერ-უეით-სმიტის ტარო დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და პოპულარულ დასტად რჩება.