ანაჰატა

მწვანე შეფერილობის, ჩაკრების მთლიანი სისტემის ცენტრი. მდებარეობს გულ-მკერდის არეში და აერთიანებს ქვედა და ზედა ჩაკრებს. ეს ჩაკრა ადამიანში მოქმედს ხდის გრძნობებს, როგორიც არის სიყვარული, მზრუნველობა, ერთგულება, თანაგრძნობა, ჰარმონიულობა, მიმტევებლობა. მისი ფუნქციაა ადამიანებს შორის კონტაქტის დამყარება, ადაპტაცია და ემოციების გაცემა-მიღება, რომელიც განპირობებულია ჩვენი განსაზღვრული ქმედებებით.

როცა ანაჰატა აქტიურია: ამ დროს ადამიანი განიცდის თავისუფლების შეგრძნებას ,არ იბოჭება, ხდება კომუნიკაბელური, ხდება გულახდილი და სამართლიანი. გრძნობს ბედნიერებას, ჰარმონიას და მადლიერებას.

დაღლილობა, უძილობა, წნევები, გულის მუშაობასთან, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, სიძულვილის შეგრძნება, ჩაკეტილობა, ეგოიზმი, ეჭვიანობა, გულისრევა, უმოქმედობა როცა სხვა განსაცდელშია, უკმაყოფილობა, მიუტევებლობა, ფილტვების პრობლემები, სწორედ გამოწვეულია ანაჰატას დისბალანსით.

ანაჰატას უკავშირდება: გული, ფილტვები, იმუნური სისტება, სისხლის მიმოქცევა, ხელები, კანი, თიმუსი, ნაწლავის კუნთები, ხერხემალი, ლიმფური სისტემა.

ანაჰატას სამ ნაწილად იყოფა: ზედა ანაჰატა უკავშირდება სამყაროს მიმართ მადლიერების და სიყვარულის განცდას, რწმენას ბუნების და ტრანსცედენტურ სიყვარულის მიმართ. ანაჰატის შუა ნაწილი პასუხს აგებს მეგობრობაზე, პარტნიორულ ურთიერთობებსა და უშუალოდ მათ შორის სიყვარულზე. ქვედა ზღვარი კი კუთვნილების სიყვარულს განსაზღვრავს, ის რაც ჩვენია (სახლი, ქონება, ჩვენი შინაური ცხოველი და ა.შ…).

მათთვის, ვისაც ამ ჩაკრის დაბალანსება სურს, რეკომენდებულია საკვები: მწვანე ფერის საკვები-ვაშლი, კივი, მწვანილი, ბროკოლი, კომბოსტო, კიტრი, ლაიმი, მწვანე ლობიო, ბულგარული წიწაკა, ავოკადო, ბარდა, წყალმცენარეები, მწვანე ჩაი…

მინერალები: ვარდისფერი კვარცი, ტურმალინი, მწვანე ავანტურინი, მალაქიტი, ამაზონიტი, ზურმუხტი, მწვანე კალციტი, მწვანე აგატი, ვარდისფერი კალციტი როდოქროსიტი, ქრიზოლითი.

არომატებს რაც შეეხება: ანაჰატა ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება, შესაბამისად, სასურველია საკმევლის ან სურნელოვანი ჩხირების და სხვა სახის არომატების გამოყენება შემდეგი სურნელით: ჟასმინი, ვეტივერი, ვარდი, ფიჭვი, ნაძვი…

https://www.youtube.com/watch?v=RI-_uP2JJYU იზოქრონიკული ტონები 341.3 ჰერც სიხშირით, დაგეხმარებათ მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

მანტრა: https://www.youtube.com/watch?v=0oR9KbyziKE შემდეგი პოსტი იქნება მეხუთე ჩაკრის-ვიშუდჰას შესახებ, რომელიც ადამიანის ქმედითობას და რაობას განსაზღვრავს.


ავტორი: Rod

პლანეტების განლაგება

მზე 08° მშვილდოსანი 59' 26"
მთვარე 12° ტყუპები 53' 30"
მერკური 28° მორიელი 19' 01"
ვენერა 11° მორიელი 23' 30"
მარსი 17° ვერძი 00' 07"
იუპიტერი 26° თხის რქა 05' 51"
სატურნი 28° თხის რქა 22' 56"
ურანი 07° კურო 31' 29" R
ნეპტუნი 18° თევზები 09' 48"
პლუტონი 23° თხის რქა 15' 42"
ქირონი 05° ვერძი 02' 49" R
TrueNode 19° ტყუპები 53' 37" R
error: კიდევ სცადე!

გამოგვყევი Facebook-ზე