
ვერძი
ეს თვე ვერძებისთვის სტაბილური და წარმატების მომტანი იქნება. მოსალოდნელია რომ გაუმჯობესდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში ინიციატივა აიღოთ საკუთარ ხელში და არ დაელოდოთ რომ თქვენს ნაცვლად ვინმე სხვა გააკეთებს ამას. საშუალება მოგეცემათ თქვენი შინაგანი ძალა და პოტენციალი წარმოაჩინოთ ,სიტუაციის სწორად გამოყენების შემთხვევაში ეს პერიოდი თქვენთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში გამოიკვეთოს ისეთი პერსპექტივები რომელიც წინსვლაშე დაგეხმარებათ და ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ.ეცადეთ დრო უქმად არ დაკარგოთ და მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ ეს პერიოდი.არ შეგეშინდეთ სიახლეების და წინ ნაბიჯის გადადგმის.
კურო
ამ თვეში თვქენი შემოქმედებთი პოტენციალი მოიმატებს ,საშუალება გექნებათ საკუთარი იდეები რეალობად აქციოთ ,ენდეთ საკუთარ ინტუიციას და შინაგან ხმას, ასე შეძლებთ რომ მიხვიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე ,თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენოთ და დრო არ დაკარგოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები,შესაძლოა რაღაც ისეთი გაიგოთ რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით .
ტყუპები
ამ თვეში თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება ,კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისთვის,ახალი კავშირების დასამყარებლად, ბედი თქვენს მხარეს იქნება,თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ საკმარისი მონდომებისა და მიზანსწრაფულობის გამოჩენა ნებისმიერ საკითხში. შესაძლოა დაგჭირდეთ საკუთარ თავზე მეტი პასუისმგებლობის აღება, თუმცა უმჯობესია ნებისმიერ სიტუაციაში ამ ეტაპზე შეინარჩუნოთ ზომიერება და არ მიიღოთ რაიმე რადიკალური გადაწყვეტილება.
კირჩხიბი
ამ თვეში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში ,შესაძლოა ბევრი რამ სრულიად ახალი მიმართულებით წავიდეს .ერთი ეტაპი დამტავრდება და ახალი დაიწყება ,არ შეეწინააღმეგოთ ამ ცვლილებებს ,რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენთვის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება. კარგი პერიოდია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის , თუმცა ჯერ დაფიქრდით, გაანალიზეთ და შემდეგ მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვტილება. უმჯობესია თუ ამ პერიოდში თავს შეიკავებთ სარისკო გადაწყვეტილებბისგან, ასევე არაა ხელსაყრელი პერიოდი რაიმე სერიოზული საქმიანი გარიგებებისთვის ,სამსახურის შესაცვლელად ან რაიმე ახალი წამოწყებისთვის.
ლომი
ეს პერიოდი თქვენთვის საკმაოდ წარმატებული იქნება,ნებისმიერი მიზნის მიღწევას მარტივად შეძლებთ,თუმცა ემოციურად მოსალოდნელია თავი გადაღლილად იგრძნოთ ,გარკვეული დროით ნეგატიური ემოციები მოიმატებს ,მნიშვნელოვანია ,რომ აკონტროლოთ ეს და არ მისცეთ უფლება გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ადამიანებთან ურთიერთობაში,შესაძლოა ,რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლებენ.მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს ,გაანალიზეთ ყველაფერი და ეცადეთ დაინახოთ ახალი პერსპექტივები.
ქალწული
ამ თვეში ერიდეთ სარისკო ნაბიჯების გადადგმას, არაა სასურველი ახალი საქმეების დაწყება .ეცადეთ ზეომიერება შეინარჩუნოთ ნებისმიერ საკითხში. ფინანსურად ეს პერიოდი სტაბილური იქნება ,არაა მოსალოდნელი რაიმე სერიოზული ცვლილება ამ მხრივ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში და მარტივად არ ენდოთ არავის, ეს ეხება როგორც პირად ასევე საქმიან ურთიერთობებს. შესაძლოა გარკვეული დროით ნეგატიურმა ემოციებმა მოიმატოს, გადაღლა და ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ. არ აჰყვეთ უარყოფით აზრებს და ემოციებს. პირიქით იყავით მშვიდი ნებისმიერ სიტუაციაში.
სასწორი
ეს თვე თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება,განსაკუთრებით ეს ეხება პირად ურთიერთობებს ,გარშემომყოფებთან და თქვენს საყავრელ ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ჰარმონიული გახდება. კარგი პერიოდია ნებისმიერი სიახლისთვის ,მარტივად შეძლებთ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას და ბედიც თქვენს მხარეს იქნება . უმჯობესია თუ დროს დაუთმობთ მუშაობას ,იმ საქმეს რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ჩადებული ძალსხმევა და შრომა ძალიან ნაყოფიერი იქნება.
მორიელი
ამ თვეში მოსალოდნელია, რომ ბევრად მეტი საქმისა და პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ სკუთარ თავზე. დაგჭირდებათ მეტი ძალისხმევის გამოჩენა, არ არის გამორიცხული, რომ ბევრი რამე სრულიად შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია,რომ არ აჰყვეთ უარყოფით ემოციებსა და აზრებს, პირიქით ეცადეთ იყოთ მშვიდად ნებისმიერ სიტუაციაში. ეს ეხება, როგორც პირად ასევე საქმიან სფეროს. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად დაფიქრდით, რადგან ამ პერიოდში დიდია რისკი იმისა რომ შეცდომაში შეხვიდეთ ან რაიმე მცდარი გადაწყვეტილება მიიღოთ, თუ რაიმე სერიოზულს ეხება ეს უმჯობესია საერთოდ გადადოთ და მოგვიანებით მიიღოთ გადაწყვეტილება.
მშვილდოსანი
ამ თვეში მოსალოდნელია აღმოჩნდეთ კონფლიქტურ სიტუაციაში,ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და არ დაკარგოთ კონტროლი საკუთარ თავზე. კარგი იქნება თუ მეტ დროს გაატარებთ ოჯახის წევრებთან და თქვენს ახლობელ ადამიანებთან. არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღოთ სწრაფად და ემოციურ ფონზე. რაღაც ეტაპზე შინაგანად თავს გადაღლილად იგრძნობთ და შესაძლოა იფიქროთ რომ ჩიხში ხართ, უბრალოდ გაჩერდით,დამშვიდდით და პასუხებიც თავისით მოვა.
თხის რქა
ეს თვე თქვენთვის სასიამოვნო სიახლეების მომტანი იქნება, კარგი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საშუალება მოგეცემათ საკუთარი თავის გამოვლენის,რეალიზაციის. გამოიყენეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად, თუმცა მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციების ალბათობაც, ეცადეთ თავი აარიდოთ მსგავს შემთხვევებს. ამ პერიოდში თქვენს მიერ გაკეთებული საქმეები სწრაფ შედეგს არ გამოიღებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან წარმატებული იქნება. არ იჩქაროთ, იყავით მეტად ყურადღებიანი დეტალების მიმართ, გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და ისე გადადგით ნებისმიერი ნაბიჯი.
მერწყული
ამ თვეში ეცადეთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ ადამიანებთან ურთიერთობაში,შესაძლოა ,რომ ტყუილისა და ილუზიის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. მარტივად არ ენდოთ არავის. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიირებთ კარგად დაფიქრდით ,ასევე გამოიყენეთ საკუთარი ინტუიცია და მოუსმინეთ შინაგან ხმას. ზოგადად არაა სასურველი ამ ეტაპზე ბევრი ახალი კონტაქტი ასევე ერიდეთ სპონტანური გადაწყვეტილებეის მიღებას. დააკვირდით მოვლენებს და ადამიანებს თქვენს გარშემო და ეცადეთ დაინახოთ ის რის თქვენგან დამალვასაც ცდილობენ.გახსოვდეთ,რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
თევზები
ამ თვეში მოსალოდნელია თავი გადაღლილად იგრძნოთ, მოიმატოს ნეგატიურმა ემოციებმა. პირად ცხოვრებაში შესაძლოა გქონდეთ გარკვეული სირთულეები, დაგჭირდებათ ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ყველაფერზე დაფიქრება. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ თავში. შეიძლება ითქვას ეს უფრო მოსამზადებელი პერიოდია, უნდა დაისვენოთ, დაფიქრდეთ ბევრ რამეზე და შემდეგ ახალი შემართებით შეუდგეთ ყველა საქმეს.